LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 10 ულამაზესი ქუჩა, რომელსაც ზღაპრული იერი აქვს

423

მშობლიური ქუჩა ალბათ ყველა ადამიანისთვის განსაკუთრებული და ყველაზე ლამაზია. თუმცა, პლანეტის გარშემო არსებობს უამრავი ქუჩა, რომელიც ნამდვილ ზღაპარს ჰგავს და მნახველს რეალურობის განცდას აკარგვინებს. ეს არის ქუჩები, რომლებსაც განსაკუთრებული ესთეტიკა, ხიბლი და ხასიათი აქვთ.

 1. Chefchaouen, მაროკო

ულამაზეს ცისფერ ქუჩას, რომელზეც მხოლოდ თეთრი სახლებია გაშენებული, უჩვეულო მისტიკური მომხიბვლელობა აქვს. ისტორიის მიხედვით, ქუჩისთვის ფერი ებრაელმა მონებმა შეარჩიეს. მათ ყველაფერი ცისფრად გადაღებეს, რაც სიმშვიდისა და სამოთხის სიმბოლო იყო. დღესდღეობის ადგილობრივებს შორის ებრაელები თითქმის აღარ არიან, თუმცა, ქალაქმა უწინდელი იერსახე უცვლელად შეინარჩუნა.

2. The Dark Hedges, Ballymoney, ჩრდილოეთ ირლანდია

მე-18 საუკუნეში შექმნილი ქუჩა ჩრდილოეთ ირლანდიის ყველაზე ფოტოგენურ ადგილად ითვლება. უფრო მეტიც, ულამაზესი ქუჩა საკულტო სერიალში, „სამეფო კარის თამაშებშიც“ მოხვდა. ხეებისგან შექმნილი ხეივანი ადგილობრივებმა შექმნეს და დროთა განმავლობაში მას უამრავი ლეგენდა თუ თქმულებაც მიუძღვნეს.

3. Via Margutta, რომი, იტალია

პატარა ქუჩა მსოფლიომ ჯერ კიდევ 1953 წელს „რომაული არდადეგებიდან“ გაიცნო. ტურისტული რომის შუაგულში მდებარე ქუჩა უჩვეულო სიმშვიდით გამოირჩევა. ის მე-16 საუკუნეშია შექმნილი და წარსული ეპოქის ხიბლი დღემდე ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა.

4. Heerstrabe, ბონი, გერმანია

ალუბლების ქუჩაზე ყვავილობის დროს ნამდვილი ჯადოქრობა ხდება. ეს არის ქუჩა, რომლის სანახავადაც ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩადიან. ადგილობრივებიც ვიზიტორებს არამხოლოდ ულამაზესი ქუჩით, არამედ  ცოცხალი მუსიკით და უგემრიელესი სამზარეულოთი ხვდებიან.

5. Rue du Petit Champlain, კვებეკი, კანადა

კვებეკის პირველი ბინადრები ფრანგები იყვნენ, ამიტომ ქუჩასაც ტრადიციული ფრანგული მომხიბვლელობა ახასიათებს. ბუნებრივია, დროთა განმავლობაში ტრადიციულ არქიტექტურაზე თანამედროვე სტილებმაც იქონია გავლენა და შედეგი მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა. კანადური მარკეტებითა და მადისაღმძვრელი საცხობებით სავსე ქუჩა ქალაქის ორი ნაწილის დამაკავშირებელი დერეფანია.

6. Agueda, პორტუგალია

ალბათ რთულად თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვისაც ქოლგების ქუჩაზე არაფერი სმენია. მსოფლიოში ცნობილმა უჩვეულოდ ფერადმა ქუჩამ არსებობა 2011 წლიდან დაიწყო. მიზეზი კი ერთ-ერთი რიგითი ხელოვნების ფესტივალი იყო. ქუჩა სილამაზესთან ერთად ძალიან სასარგებლოც არის და ცხელი ზაფხულის დღეებში ადგილობრივებს სუნთქვის საშუალებას აძლევს.

7. Rua Goncalo de Carvalho, პორტო ალეგრე, ბრაზილია

გადატვირთული ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქუჩა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილადაა აღიარებული. ქუჩა, რომელიც ჯერ კიდევ 30-იანი წლებით თარიღდება, ერთი შეხედვით ჯუნგლებს მოგაგონებთ.

8. Tetsugaku No Michi, კიოტო, იაპონია

რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმული ყვავილოვანი ქუჩა იაპონიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილად ითვლება. იუნესკოს არამატერიულ ძეგლთა სიაში შეტანილი ქუჩა ყველაზე ლამაზი შემოდგომასაა. მაშინ როცა გაზაფხულზე აყვავებული ხეები, უჩვეულო წითელ ფერს იღებენ და ქუჩა აგიზგიზებული ცეცხლისფერით ივსება.

9. მეხუთე ავენიუ, ნიუ-იორკი

მეხუთე ავენიუ წარდგენას ნამდვილად არ საჭიროებს. ნიუ-იორკის ლეგენდარული ქუჩა სიმდიდრისა და ფუფუნების განსახიერებაა. ალბათ მინიმუმ მილიონერი უნდა იყო, რომ ქუჩის პოტენციალი მთლიანად შეისწავლო. მოდური ბუტიკებით დაწყებული ვინტაჟური მაღაზიებით დამთავრებული, მეხუთე ავენიუ ნებისმიერი შოპოჰოლიკის ოცნებაა.

10. Fiskargrand, ვისბი, შვედეთი

შვედეთის ულამაზეს კუნძულზე გაშენებული ქუჩა ვიზიტორებს თავისი ფოტოგენურობით ხიბლავს. ზაფხულში ისედაც ლამაზ ქუჩას, აყვავებული ვარდები ემატება და მას კიდევ უფრო საოცარ ადგილად აქცევს. ეს სწორედ ის ქუჩაა, რომლის გამოც ვისბის – „ვარდების ქალაქს“ უწოდებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები