მსოფლიოს 10 ყველაზე ბედნიერი ქვეყანა

57

მართალია, ბედნიერება საკმაოდ პირობითი ცნებაა, მაგრამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მაინც შეადგინა ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ნუსხა, სადაც აქცენტი რამდენიმე კრიტერიუმზე – ცხოვრების დონეზე, საერთო უსაფრთხოებაზე, მოქალაქეების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, მათ შემოსავლებსა და ზოგადად ბედნიერებაზე გააკეთა.

მაშ ასე, როგორ გამოიყურება ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული:

  1. ავსტრალია

ავტრალიელები საკუთარ ქვეყანას სიყვარულით “ოზ”-ს, საკუთარ თავს კი – “ოზი”-ს ეზახიან. ავსტრალიის სხვა საერთაშორისო ზედმეტსახელებს შორისაა “lucky country” ან “ბედნიერი ადამიანების ქვეყანა”, რაც არცაა გასაკვირი, რადგან მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც მისცემს საკუთარ თავს უფლებას და სახელმწიფო გერბზე კენგურუსა და სირაქლემას გამოსახავს. სხვათაშორის, ცხოველებს ფარული ქვეტექსტიც აქვთ, რადგან კენგურუც და სირაქლემაც იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც არ შეუძლიათ უკუსვლა და მხოლოდ წინ მიიწევს.     

690x460_0xd42ee42a_11646113961430125828

  1. ახალი ზელანდია

თუ არ ჩავთვლით პოლარულ წრეს, ახალი ზელანდია ადამიანების მიერ ათვისებული ბოლო მსხვილი ტერიტორიაა. ევოლუციის შედეგებმა პირველ რიგში ფემინისტები დააკმაყოფილა, რადგან ახალი ზელანდია საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე რჩებოდა მსოფლიოს ერთადერთ ქვეყანად, სადაც ყველა უმაღლესი სახელმწიფო პოსტი ქალბატონებს ეჭირათ. გარდა ამისა, ახალ ზელანდიაში ძალიან დაბალია კრიმინალის დონე და ავტო-საგზაო შემთხვევათა რიცხვი.

690x388_0xd42ee42a_8389150391430125829

  1. შვედეთი

მათ საყურადღებოდ, ვინც საზღვარგარეთ ეძებს სამუშაოს – თუ  წარმატებით გაიარეთ გამოსაცდელი ვადა და შვედ დამსაქმებელთან გააფორმეთ შრომითი ხელშეკრულება, მაშინ თქვენი სამსახურიდან განთავისუფლება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან შვედეთს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პროფკავშირი ჰყავს. ნაციონალური ბედნიერების მთავარი ატრიბუტი კი – fika ანუ ყავის და ფუნთუშების მირთმევაა, რადგან თუ fika გამოტოვეთ, ე.ი. ძალიან სერიოზული პრობლემები გაქვთ.

690x460_0xd42ee42a_15434836941430125846

  1. ჰოლანდია

ჰოლანდია დიდი მიღწევების პატარა ქვეყანაა, ენერგიული ჰოლანდიელები კი, დიდი ხანია მიეჩვივნენ, რომ ყოველთვის და ყველაფერში, ყველაზე წინ არიან. ქვეყანას მეორე ადგილი უჭირავს წყლისა და საკვები პროდუქტების ხარისხით. გარდა ამისა, სწორედ ჰოლანდიაშია თავმოყრილი იმ მსხვილი კომპანიების უმრავლესობა, რომლებიც ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.

690x460_0xd42ee42a_3360127201430125847

  1. ფინეთი

“ათასობით კუნძულის ქვეყანა” (უფრო ზუსტად, 180 ათასი კუნძულის ქვეყანა) მუდმივად ლიდერობს წარმატებული ქვეყნების ნუსხაში. გაეროს მონაცემებით, ფინეთში ყველაზე სუფთა სასმელი წყალია, რომლის დალევაც გაფილტვრის გარეშე შეიძლება. გარდა ამისა, ევროპის ქვეყნებს შორის, ფინეთში კორუფციის ყველაზე დაბალი დონე და ეკონომიკური სტაბილურობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ანაზღაურებადი შვებულება კი, წელიწადში 9 კვირას შეადგენს.  

690x460_0xd42ee42a_4374253271430125848

  1. კანადა

კანადა “ბედნიერი ქვეყნების” რეიტინგის მუდმივი წევრია. თავად სახელი “კანადა” სიტყვიდან “kanata” მოდის და “სოფელს” ნიშნავს. შესაძლოა, სწორედ ამიტომ ჭირდებათ კანადელებს ასე ცოტა რამ ბედნიერებისთვის. ქვეყნის მთავარი სიამაყე მისი ბუნება: ნაციონალური პარკები, მთები და ჩანჩქერებია. გაეროს მონაცემებით, კანადა საუკეთესო ქვეყანაა ცხოვრებისა და ბავშვების აღზრდისათვის.

690x517_0xd42ee42a_21402486301430125852

  1. დანია

განსაკუთრებულ პროგრესს დანიელებმა სახელმწიფო მმართველობის სფეროში მიაღწიეს, რადგან ხელისუფლების ეფექტური მუშაობით დანია მეორეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის. ისევე როგორც ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, დანიელებიც საკმაოდ მაღალ გადასახადებს იხდიან, სახელმწიფო კი, მეტ თანხას ჯანმრთელობის დაცვასა და განათლებაზე ხარჯავს. გარდა ამისა, დანიაში ყველაზე უკეთაა დაცული გენდერული თანასწორობა.

690x460_0xd42ee42a_13446697741430125851

  1. ნორვეგია

საუკეთესო სამეულის ბოლო ადგილი ტროლებისა და ფიორდების ქვეყანას უჭირავს. სხვა ქვეყნებისგან ნორვეგიას სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა, ადგილობრივების და სტუმრების უსაფრთხოება და ბიზნესის წარმოების სრული თავისუფლება გამოარჩევს. ნორვეგიელების საშუალო ხელფასი 5000 ევროს შეადგენს, მართალია გარკვეული ნაწილი გადასახადების გადახდას ხმარდება, მაგრამ ნებისმიერ ნორვეგიულ ოჯახს აქვს აგარაკი, ავტომობილი და მცირე ზომის იახტა.

690x419_0xd42ee42a_17563549071430125851

  1. ისლანდია

მართალია, ისლანდიაში საკმაოდ მკაცრი კლიმატია, მაგრამ მოსახლეობის საშუალო ასაკი მაინც 80 წელს აღწევს. ბედნიერი ისლანდიელები ყველაზე განათლებულ ერად ითვლება, რადგან ისლანდია უკვე მრავალი წელია ლიდერობს სამეცნიერო ლიტერატურის გაყიდვების რაოდენობით. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ისლანდიელების საყვარელი გართობა ჭადრაკის თამაშია. სხვათაშორის, 2010 წლიდან ისლანდიაში ოფიციალურად აიკრძალა სტრიპტიზის ცეკვა.

690x440_0xd42ee42a_20642249541430125852

  1. შვეიცარია

“ბედნიერ ქვეყნებს” შორის აბსოლუტური ლიდერი შვეიცარია – საუკეთესო საათებისა და დანების, ფონდიუსა და შოკოლადის სამშობლოა. ბედნიერების ძიებაში გაეროს მკვლევარს შორს წასვლა არ მოუხდათ, რადგან სწორედ ჟენევაშია ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინა. გარდა ამისა, შვეიცარია ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა, რომელიც ცხოვრების დონით მხოლოდ შვედეთს ჩამოუვარდება.

690x460_0xd42ee42a_12587376461430125853

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები