LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 15 ისტორიული ქუჩა

366

ვისაც წარსულში მოგზაურობა სურს, თანამედროვე ქალაქების იმ ისტორიულ ქუჩებზე  უნდა გაისეირნოს, რომელთაც იდეალურად შემოინახეს უძველესი ატმოსფერო.

 

ბისბეს ქუჩა ბარსელონას გოთიკურ კვარტალში – შუასაუკუნეების ბარსელონას ერთ-ერთი ყველაზე ატმოსფერული ქუჩაა თავისი 1926 წელს აგებული ნეოგოთიკური ხიდით.

საიდუმლოებით მოცული ტრასტევერე რომში – ტიბრის მარცხენა სანაპიროზე გაშენებული შუასაუკუნეების ქალაქია, სადაც არასდროს მოგბეზრდებათ სეირნობა.

შემბლზის ქუჩა იორკში – ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული ქუჩაა, რომელიც ევროპის ყველაზე კარგად შემონახულ შუა საუკუნეების ქუჩად ითვლება.

მდინა – მალტის უძველესი დედაქალაქი თითქოს წარსულში ცხოვრობს, რომელიც სტუმრებს თანამედროვე ყოფისთვის უჩვეულო სიმშვიდით და შუასაუკუნეების ზღაპრული ატმოსფეროთი იზიდავს.

სამხრეთის ქუჩა ჩინეთის ქალაქ პინიაოში – ერთ-ერთი იშვიათი ქუჩაა ჩინეთში, რომელმაც სრულად შეინარჩუნა ისტორიული იერი. მეტიც, თითქმის არ შეცვლილა ქუჩის ბინადართა ცხოვრების წესი, რომელთაც დღემდე შემოინახეს ცნობილი დინასტიების მინგისა და ცინის ეპოქის ტრადიციები.

კასლ კომბის ინგლისურ დასახლებაში არა მხოლოდ ისტორიაა შემონახული, არამედ სატელიტური ანტენების და „თანამედროვე აქსესუარების“ დამონტაჟებაც აკრძალული.

სტამბოლის გრანდ ბაზარი – უძველესი აღმოსავლეთის უზარმაზარი დახურული ბაზარია, რომელიც რამდენიმე ქუჩას და უამრავ ტრადიცულ თუ თანამედროვე მაღაზიას აერთიანებს.

ვია დოლოროსა – იერუსალიმის უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ქუჩაა, რომელსაც ხშირად მოილოცავენ პილიგრიმები.

კარკანოსის ქუჩებმა საფრანგეთის ლეგენდარულ ქალაქში იდეალურად შემოინახა პირველყოფილი იერი. ციხე-სიმაგრეების კედლები ქიმერების ფიგურებითაა გაფორმებული, განსაკუთრებული მიმზიდველობით კი, ლაბირინთები და საიდუმლოებით მოცული ოთახები სარგებლობენ, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ინახავენ ქვეყნის ისტორიას.

Stone Street ქვემო მანჰეტენზე – სწორედ მე-17 საუკუნის კოლონიალურ ქუჩაზე მთავრდება თანამედროვე ამერიკა და იწყება უძველესი ევროპა.

გრანდ-კანალი ვენეციაში –  ისტორიული აურით გამოირჩეული არხია, რომელიც ულამაზესი ვენეციის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობად ითვლება.

სადმარკეტის მოედანი ზიუტფენეში თავისი 13-15 საუკუნის ბასტიონებით, ერთ-ერთი უძველესია ნიდერლანდებში, რომლის არქიტექტურამ მეორე მსოფლიო ომსაც კი გაუძლო.

ნიუჰავნი – კოპენჰაგენის ულამაზეს სანაპირო ქუჩას უამრავი პატარა ფერადი სახლი ამშვენებს. სხვათაშორის, სწორედ აქ ცხოვრობდა ცნობილი მეზღაპრე ჰანს ქრისტიან ანდერსენი.

პიკის ქუჩა ესტონეთის დედაქალაქის ისტორიული გულია, სადაც მე-14 საუკუნეში მდიდარი ვაჭრები დასახლდნენ და სწორედ მათ ააგეს ულამაზესი სახლები, რომელიც დღემდე ამშვენებს ტალინის ცენტრს.

ები როუდი ლონდონში – შედარებით თანამედროვე ქუჩაა, რომელმაც ჯგუფის the Beatles-ის ალბომის გარეკანზე მოხვდის შემდეგ შეიძინა ისტორიული სტატუსი.

 

აქვე იხილეთ

მსოფლიოს 10 ულამაზესი ქუჩა, რომელსაც ზღაპრული იერი აქვს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები