LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ჩემპიონატს რობი უილიამსი და რონალდო გახსნიან

30

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობას რობი უილიამსი და რონალდო მიიღებენ. აღნიშნული ინფორმაცია ფიფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. მსოფლიო პირველობის დაწყებამდე 2 დღით ადრე ფიფამ ტურნირის გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებული დეტალები გამოაქვეყნა.

ცნობილი გახდა, რომ ცერემონიალზე იმღერებს ლეგენდარული მუსიკოსი რობი უილიამსი, რომელსაც კომპანიონობას ცნობილი საოპერო დივა – აიდა გარიფულინა გაუწევს.

მათ გარდა, გახსნის ცერემონიალში მონაწილეობას ბრაზილიის ნაკრების და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა – რონალდო მიიღებს, რომელიც საფეხბურთო სრულყოფილებას განასახიერებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი 14 ივნისს, რუსეთის და საუდის არაბეთის მატჩით გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები