LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ცნობილი ეკოსასტუმროები

118

გთავაზობთ ყველაზე ცნობილ ეკოსასტუმროებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, სადაც ყოველ კილოვატს ოქროს ფასი აქვს, ეგზოტიკურ მწერებს კი, ისეთივე სიხარულით მასპინძლობენ, როგორც ადამიანებს.

Marin Oriental, პარიზი, საფრანგეთი

High Quality Environment-ის სერთიფიკატის მფლობელ სასტუმროში 100 ათასი ფუტკარი ბინადრობს, შეფ-მზარეული ტიერი მარქსი კი, წელიწადში 30 კილოგრამ თაფლს ღებულობს. სხვათაშორის, სკებთან ერთად სასტუმროს სახურავზე პატარა ბოსტანია გაშენებული, რომლის ორგანულ მოსავალს ისევ შეფი იყენებს თავის ორიგინალურ კერძებში.

Humble House, ტაიბეი, ტაივანი

მართალია, უმსხვილესი საწარმოო ქალაქისგან არავინ ელის ეკოლოგიურ საოცრებას, მაგრამ ტაიბეის ცენტრი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება 21-ე საუკუნის რესურსის გამოყენება.  „მოკრძალებული სახლის“ სამი სართული ღია ტერასადაა ქცეული, თავად შენობა კი, ისეა დაპროექტებული, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ელექტროენერგიის მოხმარება. აბსოლუტურად საკმაორისია ბუნებრივი სინათლე, რომელიც უზარმაზარი ფანჯრებით აღწევს ნომრებში, შებინდებისას კი, „ჭკვიან“ სანათებს იყენებენ, რომლებიც მაქსიმალურად ზოგავენ ენერგიას. Humble House-ში არც წყლის მსოფლიო კრიზისს ივიწყებენ, ამიტომ თეთრეულს მხოლოდ სტუმრების მოთხოვნით ცვლიან.

The Palazzo, ლას-ვეგასი, შეერთებული შტატები

შესაძლოა, ეკოსასტუმრო ლას-ვეგასში ვიღაცას სასაცილოდ მოეჩვენოს, თუმცა LEED-ის მფლობელი The Palazzo ერთ-ერთი უმსხვილესი „მწვანე“ სასტუმროა მსოფლიოში, რომელიც ნანოფილტრაციის სპეციალური სისტემის წყალობით წელიწადში 12 მლნ. გალონ სუფთა წყალს ზოგავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები