LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი კიბერშეტევა განხორციელდა

114

მსოფლიო მასშტაბით, მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა. სულ მცირე 7 ქვეყანაში, მათ შორის, ბრიტანეთში, აშშ-ში, ჩინეთში, რუსეთში, ესპანეთში, იტალიაში და ტაივანში, სამედიცინო დაწესებულებებსა და სხვა ორგანიზაციებში, კომპიუტერები დაიბლოკა.

თითოეულ კომპიუტერზე ბლოკის მოსახსნელად, პროგრამა 300 დოლარს ითხოვს ბიტკოინებით.

ინგლისში კიბერშეტევა 40-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდა. მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროც ადასტურებს. ჰაკერებმა საავადმყოფოების კომპიუტერების ქსელი დაბლოკეს. საავადმყოფოებმა პაციენტების მიღება შეწყვიტეს. გაუქმდა ოპერაციები.

ესპანეთში ორგანიზაციებმა თანამშრომლებს დავირუსებული კომპიუტერების გამორთვისკენ მოუწოდეს. იტალიაში კომპიუტერების დავირუსების შესახებ განაცხადა კომპანია FedEx-მა.

“რუსეთში კიბერთავდასხმის მსხვერპლი პოლიციის განყოფილებებია, ესპანეთში სატელეკომუნიკაციო კომპანიები”, – იუწყება telegraph

როგორც ცნობილია, ვირუსი სწრაფად ვრცელდება მთელ ევროპაში.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს აქამდე არსებულ კიბერთავდასხმებს შორის ერთ-ერთი უდიდესია.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები