LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს საუკეთესო აუზები

444

ზაფხული, მზე და სიცხე აუზის გარეშე წარმოუდგენელია. ტურისტულმა პორტალმა „Add to bucket list”-მა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეები შეისწავლა, რათა საუკეთესო აუზების რეიტინგი შეედგინა. სიაში ყველაზე ფეშენებელურ ადგილებთან ერთად, საკმაოდ იაფფასიანი, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობი დანიშნულებებიც მოხვდნენ. ერთ-ერთ პირველ პოზიციას კი იტალიური სასტუმრო Caruso იკავებს. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე უძველესი ნაგებობის მთელი ტერასა სწორედ აუზსს აქვს დათმობილი. Caruso-ს აუზიდან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხედი იშლება და ვიზიტორებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას უტოვებს.

არანაკლებ ჯადოსნურია წმინდა ლუსიას კუნძულზე გაშენებული Jade Mountain-ის კურორტი და მისი აუზი. კარიბის დამალული საგანძურის მონახულება ცოტა ძვირია, თუმცა ეს ამად ნამდვილად ღირს.

ბუნებრივია, საუკეთესო აუზების სია ტაილანდის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. თავისუფლების კუნძული და მისი წითელი აუზები ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოინახულოთ.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესოთა სიაში ასევე – ავსტრალია, არიზონა, ჩილე, ინდოეთი, ინდონეზია, ბელგია, ტიბეტი, ზამბიის რესპუბლიკა და იტალიაც მოხვდნენ.

ავსტრალია

არიზონა

ჩილე

ინდოეთი

ინდონეზია

ბელგია

ტიბეტი

ზამბია

იტალია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები