LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი 9 ქუჩა

546

მსოფლიოს თითქმის ყველა ქალაქშია თუნდაც ერთი ქუჩა, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში და ისინიც კარგად იცნობენ, ვისაც არასდროს იტაცებდა მოგზაურობა.

 

ელისეის მინდვრები, პარიზი, საფრანგეთი – პარიზის დიდებულების განსახიერება – ელისეის მინდვრები, სამართლიანად ითვლება მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქუჩად, რომელსაც ქალაიქის მთავარ სიმბოლოსთან – ტრიუმფალურ თაღთან ერად უამრავი პატარა კაფე, მოდური ბუტიკი და რესპექტაბელური სასტუმრო ამშვენებს.

ლა რამბლა, ბარსელონა, ესპანეთი – ბარსელონას ცენტრალურ ქუჩაზე ყოველთვის სადღესასწაულო განწყობაა, რადგან კოლორიტული ატმოსფეროსა და განსაკუთრებული ენერგიის წყალობით, ქუჩა დიდი ხანია ევროპელების საყვარელ ადგილად ითვლება, ტურისტებს კი, მთელი მსოფლიოდან იზიდავს.

ლას-ვეგას სტრიპი, ნევადა, შეერთებული შტატები – ლას-ვეგასის ბულვარის 7-კილომეტრიანმა მონაკვეთმა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე განათებულ ქუჩად ითვლება, მდიდრული სასტუმროებით და სამორინეებით გაითქვა სახელი. მოგზაურები საკუთარ ვალად თვლიან იმ ქუჩაზე გასეირნებას, რომელიც დიდი ხანია აზარტული თამაშების, რისკის და მძაფრი შეგრძნებების ძიების სიმბოლოდ იქცა.

ნანკინის ქუჩა, შანხაი, ჩინეთი – ნანკინის 6-კილომეტრიან ქუჩაზე, რომელიც მსოფლიოს ყველაზე გრძელ სავაჭრო ქუჩად ითვლება, რამდენიმე ასეული მაღაზიაა თავმოყრილი ნებისმიერი მომხმარებლის გემოვნების დასაკმაყოფილებლად. აქვეა მდიდრული რესტორნები და სასტუმროები, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ აზიის ყველაზე პოპულარულ ქუჩაზე დღეში სულ მცირე 1 მლნ. ადამიანი სეირნობს.

ვია დოლორესა, იერუსალიმი, ისრაელი – პილიგრიმები მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ იერუსალიმს, რათა მოილოცონ და საკუთარი თვალით ნახონ „მწუხრის გზის“ სახელით ცნობილი ვია დოლორესა, რომელიც იესომ გაიარა გოლგოთას მთისკენ.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები