LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე დიდ ქალაქებში განთავსებული საუკეთესო პარკები

413

გადატვირთული მეგაპოლისების ცენტრში ჩამალული პარკები ადგილობრივებისა თუ ვიზიტორების საყვარელ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს. ცათამბჯენებსა და ავტომობილების გამონაბოლქვში ნაპოვნი სიმწვანე ბევრი ადამიანისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. ეს პარკები ქალაქის ქაოსისგან გასაქცევად მართლაც საუკეთესო ადგილია. ტურისტულმა პორტალმა „Add To Bucket List”-მა მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა და საუკეთესო პარკების რეიტინგიც სწორედ ამის შემდეგ შეადგინა.

ვილა დორია პამფილი, რომი

ვილა დორია ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზოგადოებრივი პარკია და ის ცნობილი ულამაზესი არქიტექტურითა და მწვანე ბაღებით გახდა. პარკი წარსულში სხვადასხვა გავლენიანი ოჯახების საკუთრებას წარმოადგენდა. დღესდღეობით კი ის ყველას ეკუთვნის და მისი მიხვეულ-მოხვეული ბილიკები მორბენალთათვის იდეალურ ადგილს წარმოადგენს. ხოლო, ანტიკური ხანის ქანდაკებები თუ უძველესი ხეები პარკში სეირნობას მართლაც დაუვიწყარს ხდის.

ცენტრალ-პარკი, ნიუ-იორკი

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პარკი, რომელიც მთელ მანჰეტენზეა გადაჭიმული, ოჯახთან ერთად დასასვენებლად საუკეთესო ადგილია. მშვიდი გარემო, ულამაზესი ტბები და სიმწვანე, ხელოვნურად შექმნილ პარკს – ნებისმიერ სეზონზე იდეალურ დანიშნულებად აქცევს. საინტერესოა, რომ ცენტრალური პარკი უკვე 150 წლისაა და ის წელიწადში 25 მილიონ მნახველს იღებს.

გუელის პარკი, ბარსელონა

ლეგენდარული არქიტექტორის ანტონიო გაუდის მიერ შექმნილი უნიკალური პარკი ბარსელონას უმნიშვნელოვანესი დანიშნულებაა. ყველაზე ფერადი პარკიდან ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება და მართლაც უნიკალური არქიტექტურა გუელს ყველაზე ზღაპრულ დანიშნულებად აქცევს.

ჰაიდი-პარკი, ლონდონი

ლონდონის ცნობილი პარკი ბევრი ადამიანისთვის არამხოლოდ დასასვენებელ ადგილთან, არამედ პოლიტიკურ დებატებთანაც ასოცირდება. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც სხვადასხვა თაობის პოლიტიკოსები ერთმანეთს ორატორულ გამოსვლებში ეჯიბრებოდნენ. დღესდღეობით პარკი ბევრი ადამიანისთვის საყვარელ ადგილს ტბისა და მის გარშემო განთავსებული ულამაზესი ხედების გამოც წარმოადგენს. ზაფხულობით ტბა მოცურავეებით ივსება, ზამთარში კი მასზე ნავებით დასეირნობენ.

სამეფო პარკი, სტოკჰოლმი

ქალაქის ქაოსში ჩამალული პარკი ნამდვილ სამოთხეს ჰგავს. მრავალფეროვანი მცენარეებითა და უჩვეულო ჩიტებით სავსე ადგილი ადგილობრივებსა თუ ქალაქის სტუმრებს განსაკუთრებულად უყვართ. პარკი ვიზიტორებს მრავალფეროვან გასართობს – ცხენით გასეირნებას, მუზეუმის დათვალიერებას თუ უბრალოდ სასიამოვნოდ დასვენებას სთავაზობს. მინდორზე გამართული პიკნიკი კი უკვე დიდი ხანია სტოკჰოლმელების ტრადიციად იქცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები