LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ბანკნოტები

419

მსოფლიოში არაერთი ეფექტური და შთამბეჭდავი ბანკნოტი არსებობს. უცხოურმა გამოცემა “ტელეგრაფმა” ყველაზე ლამაზი ფულის ერთეულები დაასახელა. ულამაზეს ბანკნოტებს შორის პირველ ადგილზე ყაზახური ტენგი მოხვდა, რომელზეც მთების ფონზე ვეფხვია გამოსახული.

1

 

სამხრეთ აფრიკული რანდის ფერად ბანკნოტებზე სხვადასხვა ცხოველებია გამოსახული. მათ შორის არის ვეფხვი, სპილო და მარტორქა.

2

 

ულამაზეს ბანკონტებს შორის მოხვდა ახალი ზელანდიის ხუთდოლარიანი, რომელზეც ყვითელთვალება პინგვინია გამოსახული.

3

კოსტა რიკულ კოლონზე გამოსახულია ზვიგენი, მარჯნის რიფი და მედუზა. კოსტა-რიკის ბანკოტი სწორედ ფერებით გამოირჩევა.

4

მალაიზიის რინგიტზე გამოსახულია ეროვნული ყვავილი – ჰიბისკუსი. ამ უნიკალურ მცენარეს სიმბოლური დატვირთვაც აქვს და იგი “ყველა დაავადების წამლად” მიიჩნევა.

5

 

ყველაზე ლამაზ ბანკოტებში მოხვდა კანადის ხუთდოლარიანი, რომელზეც გამოსახულია ჰოკეის მოთამაშე ბავშვები.

6

 

ბაჰამური დოლარი გამორჩეულია სხვა ბანკონტებისგან, რომლებზეც ძირითადად ცხოველებია გამოსახული. ბაჰამურ ერთდოლარიანზე  პოლიციის ბენდია დატანილი.

7

 

სიაში მოხვდა ეგვიპტური ფუნტიც. ყველა ეგვიპტური ბანკნოტის ერთ მხარეს დატანილია არაბული ტექსტი და რიცხვები, რომელის ქვემოთ გამოსახულია ინგლისური და არაბული რიცხვები.

92212984_D0M4TB_Bank_of_Egypt_1_one_pound_note_banknotes_Egyptian_money-xlarge_trans++-JwfZjkRSOipU0i65fpxM6EUNH9FTSFLN-DtEz-Hv0w

ულამაზეს ბანკოტებს შორის მოხვდა კატარული რიალი, რომელზეც გამოსახულია ქვეყნის ფრინველები: რქოსანი ტოროლა, ფუტკრის მჭამელი ფრინველი და ტბის ფრინველი.

92212997_BR2JYF_Qatari_one_rial-riyal_bill-xlarge_trans++VKEWjWjFXa3Dfd669rGwegK_opVJ5xgsQLc6uglJ1pQ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები