LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე მომღიმარი ქალაქები დასახელდა

75

ბედნიერების საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, რომელმაც მსოფლიოს 21 ქალაქში იმოგზაურა, “ღიმილის აბსოლუტურ რეკორდსმენად” ესპანეთის საპორტო ქალაქი მალაგა დასახელდა.

კვლელითი ჯგუფი ყურადღებით აკვირდებოდა ადგილობრივების ქცევას ქუჩებში, საპარკო ზონებსა და კაფეებში. აღასანიშნავია, რომ მეციერებმა “სრულფასოვან ღიმილად” მხოლოდ ის ჩათვალეს, რომელსაც შემთხვევითი გამვლელი სულ მცირე 5 წამი მაინც ინარჩუნებდა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანები ყველაზე ხშირად მეგობრების ან ნაცნობების წრეში იღიმიან, მარტოდ მოსეირნეს სახეზე ღიმილის ამოკითხვა კი, ბევრად რთული აღმოჩნდა.

“მომღიმარი ადამიანების” მოძიებასთან ერთად, მეცნიერებმა რამდენიმე ნაციონალური თავისებურებაც დაადგინეს. მაგალითად, მილანელები ხელჩაკიდებული დადიან ქუჩაში, მეხიკოელებს – ძალიან უყვართ სეირნობის დროს წახემსება, პარიზელები და ვანკუვერის ბინადრები კი, მეტწილად საკუთარ ოთხფეხა კომპანიოის საზოგადოებაში სეირნობენ.

ყველაზე მომღიმარი ქალაქების ათეული: მალაგა – ესპანეთი, მილანი – იტალია, კუალა-ლუმპური – მალაიზია, კოპენჰაგენი – დანია, მადრიდი – ესპანეთი, მონრეალი – კანადა, გვადალახარა – მექსიკა, სტოკჰოლმი – შვედეთი, ლისაბონი – პორტუგალია, რიგა – ლატვია.

უცნაურია, მაგრამ ყველაზე მოღუშული ადამიანები, რომლებიც თითქმის არასდროს იღიმიან, ნიუ-იორკში ცხოვრობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები