LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე სექსუალური 11 ქალაქი – სად შეიძლება ვალენტინობის იდეალურად გატარება

115

ვალენტინობის მოახლოებასთან დაკავშირებით ბრიტანულმა “ინდეფენდენთმა” მსოფლიოს 11 ყველაზე სექსუალური ქალაქი დაასახელა. 

რიო-დე-ჟანეირო სიაში პირველია, რადგან ამ ქალაქში ლამაზი ხალხი ცხოვრობს, მათი უმეტესობა კი ქუჩაში, ფაქტობრივად, სამოსის გარეშე დადის. აღსანიშნავია, ასევე, რიოს ცნობილი კარნავალიც, რომელიც ბრაზილიაში მდებარე ქალაქს კიდევ უფრო მეტ სექსუალობას სძენს.

ბოსტონში მოსახლეობის 70% არ არის ოფიციალურად დაქორწინებული, აღნიშნული მაჩვენებლით ქალაქი აშშ-ში მეორე ადგილზეა. ამასთან, ბოსტონელებს ძალიან მეგობრულები და კონტაქტურები არიან. აღნიშნული ქალაქი, „ინდეფენდენთის“ ცნობით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სექსუალურია.

ბუენოს-აირესი სიაში ცნობილი, ვნებიანი არგენტინული ტანგოს გამო მოხვდა. ნიუ-იორკი კი ჟურნალმა „ფლეიბოი“ მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ ქალაქად დაასახელა, ამასთან, ქალაქში 24 საათის განმავლობაში მუშაობს ბარები და უწყვეტად მიმდინარეობს მხიარული წვეულებები.

კოლუმბიაში მდებარე მედელინი სექსუალური ქალაქების სიაში მოხვდა იმის გამო, რომ ქალაქში უამრავი მომხიბვლელი სტუდენტი სწავლობს.

ჩინეთის ქალაქი ჩენდუ თამამად შეიძლება დასახელდეს სექსუალურად იქ მდებარე სპა-სალონებით და რესტორნები, სადაც იდეალური რომანტიკული ვახშმის მოწყობა შეგიძლიათ. სიაში არის ასევე ვენა, კეიპტაუნი, სიდნეი, მადრიდი და მონაკო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები