LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში პირველი ქვეყანა შვეიცარიაა

258

შვეიცარია მსოფლიოს ნომერ პირველი ქვეყანაა. მსოფლიოს ახალი ლიდერები სჭირდება, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები საუკეთესო ქვეყანათა რეიტინგში ვეღარ ლიდერობს. ბრიტანეთის კვლევითმა ინსტიტუტმა 36 ქვეყნის წარმომადგენელი 21 ათასი ადამიანი გამოკითხა და 2017 წლის ყველაზე ძლიერი ქვეყნები გამოავლინა.

შვეიცარიამ პირველი ადგილი ცხოვრების მაღალი დონის, ბიზნესისთვის ღიაობის, გარემოს დაცვისა და ძლიერი კულტურული გავლენის გამო დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარია ერთ-ერთია იმ 20 ქვეყანას შორის, რომლებიც წელს პირველად შეაფასას. რეიტინგის მომდევნო პოზიციებზე კი კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და იაპონია გადანაწილდნენ.

რაც შეეხება შტატებს, პირველად ისტორიაში, ის ლიდერთა სამეულში ვერ მოხვდა და მხოლოდ მე-7 პოზიცია დაიკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები