LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში უძველესი ღვინის ჭურჭელი საქართველოში აღმოაჩინეს

175

თბილისში მკვლევარებმა ღვინის ნაერთების შემცველი თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს, რომელიც 8000 წლისაა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა BBC წერს.

რამდენიმე დოქზე ყურძნის ორნამენტები და მამაკაცის ცეკვაა ასახული. ერთ-ერთი უძველესი მსგავსი ღვინის ჭურჭელი, რომელიც 7000 წლით თარიღდებოდა, ირანში იყო აღმოჩენილი, ახლა კი ქართული თიხის დოქები ისტორიაში ერთ-ერთ უძველესად დასახელდა.

“ეს ევრაზიული ყურძნის უძველესი მაგალითია. ღვინის ნაერთები, რომელიც ჭურჭელში იქნა აღმოჩენილი, სწორედ ამის დასტურია,” – ამბობს ტორონტოს უნივერსიტეტის მთავარი მკვლევარი, სტეფან ბატიუკი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები