LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ჩაგრული ადამიანი ვარ – მელანია ტრამპი

67

“მე მსოფლიოში ყველაზე ჩაგრული ადამიანი ვარ. ერთ-ერთი მათგანი მაინც, თუ ნახავთ, რას ამბობს ხალხი ჩემ შესახებ”- ეს განცხადება აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა გააკეთა.

ტელეკომპანია ABC News-სთან ინტერვიუსას კამპანიას #მეც გამოეხმაურა და თქვა, რომ როდესაც ქალები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ ვინმეს, ამისთვის “რეალური, დამაჯერებელი მტკიცებულებებია საჭირო”. ამასთან, ამერიკის პირველი ლედი აღნიშნავს, რომ ის ქალების გვერდით დგას.

“ვერ ეტყვი ვინმეს ისე, უბრალოდ, რომ ” სექსუალურად შემავიწროვეს”, ან “შენ მე ეს გამიკეთე”, რადგან ზოგჯერ სოციალური მედია ზედმეტად შორს მიდის იმ ისტორიების თხრობისას, რომლებიც არ შეესაბამება რეალობას. ეს კი , ვფიქრობ,  არ არის სწორი”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები