LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კუნძულები, რომელთა დაქირავებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია

568

ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოგდომებიათ, რომ ყველასგან და ყველაფრისგან შორს იყოთ, ცოტა ხნით ამ სამყაროსგან დაისვენოთ. წარმოიდგინეთ მდიდრული იახტიდან დაისით ტკბობა და ეს ფიქრები კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება. რას იტყოდით უკაცრიელ კუნძულზე, სადაც თქვენს მეტი არავინ იქნებოდა. ამასთან, ეს კუნძული არა გაუვალი ჯუნგლები, არამედ ფეშენებელური, მდიდრული და კომფორტული რომ იყოს.

მოგზაურთა პორტალმა “Add Tu bucket List”-მა მსოფლიოს გარშემო მიმოფანტული საუკეთესო კერძო კუნძულების სია შეადგინა.

1. Wadigi, ფიჯი

ულამაზესი კუნძული ერთდროულად 6 სტუმარზე მეტს არ იღებს. 5 ვარსკვლავიან მდიდრულ საკუთრებამდე მიღწევა მხოლოდ ვეტმფრენითაა შესაძლებელი. კომპლექსი იდეალურ სანაპიროებს, გემრიელ სამზარეულოს და კომფორტულ საცხოვრებელს მოიცავს. საინტერესოა, რომ Wadigi არაერთ ჰოლივუდურ ფილმში გადაუღიათ და ჩვეულებრივ ადამიანებს მისი ერთი ღამით დასაქირავებლად  2,400-დან 7000 დოლარამდე მაინც სჭირდებათ.

2. Satellite, ტასმანია

ტასმანიის ყურეში განთავსებული საგანძური მე-18 საუკუნეში ფრანგული ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს. მოგვიანებით ის ობსერვატორიის დანიშნულებას ასრულებდა, დღეს კი მარტოხელა მოგზაურთათვის განკუთვნილ სამოთხედაა ქცეული. ულამაზესი კუნძულის დაქირავება ერთდროულად 10 ადამიანს შეუძლია და ერთი ღამის საფასური 3,900 დოლარს შეადგენს.

3. Lizard Island, ავსტრალია

კონტინენტის ყველაზე ექსკლუზიურ ადგილად აღირებული კუნძული დასახლებული პუნქტიდან 150 მილის მოშორებით მდებარეობს. უამრავი დამანგრეველი ციკლონის შემდეგ კუნძული თავიდან აღადგინეს და მდიდრული იერი დაუბრუნეს. ავსტრალიური სამოთხე 40-მდე კარგად აღჭურვილ ვილას მოიცავს და მათი ღირებულება ღამეში 6 000 დოლარს შეადგენს.

4. დელფინის კუნძული, ფიჯი

რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმულ კურორტს ერთდროულად 8 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია და მისი დაქირავება 6000 დოლარი ღირს. „დელფინის“ სტუმრებს ულამაზესი ტროპიკული ამინდით და ახალ-ახალი ზღვის პროდუქტით ტკბობა შეუძლიათ. სპა და სარელაქსაციო ცენტრი კი კერძო კუნძულზე დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

5. Thanda, ტანზანია

ტანზანიიდან 16 მილის მოშორებით მდებარე კუნძული შვედი ბიზნესმენების საკუთრებაა. პატრონები რომ ეკოლოგიას დიდ პატივს სცემენ, ეს მართლაც ყველა ნაბიჯზე იგრძნობა. ტანზანია მთლიანად მზის ენერგიით მარაგდება და ვიზიტორებს უამრავ საინტერესო გასართობს, ფეხით სასიარულო ტურებსა და უგემრიელეს სამზარეულოს სთავაზობს. კუნძულის დაქირავების საფასური 10 ათასი დოლარია.

6. The Brando, ფრანგული პოლინეზია

დიახ, თქვენ სწორად მიხვდით, ულამაზეს კუნძულს სახელი მარლონ ბრანდოს საპატივცემულოდ დაარქვეს. ცნობილი მსახიობი კუნძულ „ტეტიაროს“ გადაღებების დროს ეწვია და იქაურობით იმდენად მოიხიბლა, რომ მისი ყიდვა გადწყვიტა. მაშინ ბრანდომ 200 ათასი დოლარი გადაიხადა. დღეს კუნძულზე 35 განცალკევებული ვილა დგას და ერთი ღამის გათენება 18, 500 დოლარი ღირს.

7. Cousine, სეიშელის კუნძულები

აფრიკის კონტინენტიდან 1000 მილის მოშორებით მდებარე მწვანე სამოთხე. კურორტი ღია რესტორანს, უზარმაზარ აუზს და საპრეზიდენტო ვილას აერთიანებს. ვიზიტორებს დახვდებათ პროფესიონალ მზარეულთა ჯგუფი და ადგილობრივი თუ სხვადასხვა ქვეყნების დელიკატესების დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ზღაპარში ცხოვრების საფასურიც შესაბამისია და ღამეში – 26 ათას დოლარს შეადგენს.

8. Ariara, ფილიპინები

თუკი მანილადან საათნახევარი იფრენთ, დაუვიწყარ, მდიდრულ სამყაროში აღმოჩნდებით. კუნძული 8 ვილას მოიცავს და თითოეული მათგანიდან ოკეანის ულამაზესი ხედი იშლება. კუნძულს ერთდროულად 6 სტუმრის მიღება შეუძლია და ერთი ღამის საფასური 30 ათასი დოლარია.

9. Musha Cay, ბაჰამის კუნძულები

მდიდრული დანიშნულება, რომლის მფლობელიც ილუზიონისტი დევიდ კოპერფილდია – 150 აკრზეა გადაჭიმული. კუნძული კომფორტულად დასვენების მსურველთათვის დედამიწაზე საუკეთესო ადგილია. ის გარდა მდიდრული საცხოვრებლისა თუ აუზისა, ასევე სპას, სანაპირო კინოთეატრს, ბილიარდს და ჩოგბურთის კორტებს მოიცავს. მეფურად დასვენების ღირებულება ღამეში 39 ათას დოლარს შეადგენს.

10. Coco Prive Kuda Hithi, მალდივები

მალდივების ყველაზე განცალკევებული და კერძო კუნძული სულ რაღაც 5-6 წლის წინ აღმოაჩინეს. კურორტი 5 ფეშენებელურ ვილას და კერძო აუზებს მოიცავს. სტუმრებს პირადი იახტები და სხვა უამრავი გასართობიც დახვდებათ. პროფესიონალი მზარეული კი დასვენებას ბევრად უფრო გემრიელს გახდის. მალდივების საგანძურის ფასი ღამეში -45 ათასი დოლარიდან იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები