LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ნეიმარია

78

კატალონიის ”ბარსელონას” შემტევი ნეიმარი CIES-ის ვერსიით მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად დასახელდა. სპორტული კვლევების ცენტრმა ტოპ 5 ევროპული საფეხბურთო ლიგის ყველაზე ძვირფას მოთამაშედ სწორედ ბრაზილიელი დაასახელა, რომლის ღირებულებაც 246 მლნ ევროა.
მეორე ადგილი ლიონელ მესის ერგო (”ბარსელონა”, 170,5 მლნ ევრო), მესამე ადგილზე კი პოლ პოგბა გავიდა (”მანჩესტერ იუნაიტედი”, 155,3 მლნ ევრო). მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა 2016 წლის ”ოქროს ბურთისა” და ფიფას პრიზის ”The Best”-ის მფლობელი კრიშტიანო რონალდო.

ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა იან ობლაკი (“ატლეტიკო”, 59,8 მლნ ევრო);
ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველი – რაფაელ ვარანი (”რეალი”, 64 მლნ ევრო);
ყველაზე ძვირადღირებული ფლანგის მცველი – ექტორ ბელერინი (“არსენალი”, 70,3 მლნ ევრო);
ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური ნახევარმცველი – პოლ პოგბა (”მანჩესტერ იუნაიტედი” 155,3 მლნ ევრო);
ყველაზე ძვირადღირებული შემტევი ნახევარმცველი – დელე ალი (”ტოტენჰემი” 110,5 მლნ ევრო);

CIES-ის არნიშნული რეიტინგი დაეფუძნა კვლევას, რომელიც 2012 წლიდან წარმოებდა. ორგანიზაციამ მოთამაშეთა ღირებულების დადგენისას გაითვალისწინა როგორც სტატისტიკა (სათამაშო დრო, გატანილი გოლები და ა.შ.), ასევე მათი ასაკი და ტრავმიანობის სიხშირე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები