LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანი პუტინია – Forbes

45

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანი რუსეთის პრეზიდენტია. „ფორბსმა“ 2016 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ვლადიმერ პუტინი ლიდერობს.

გამოცემა წერს, რომ პუტინი „სამშობლოშიც, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებშიც და სირიაშიც იღებს ყველაფერს, რაც მას სურს.“

სიაში მეორე ადგილზე აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, მესამეზე – გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, მეოთხეზე ჩინეთის პრეზიდენტი სი ცზინპინი, ხუთეულს კი რომის პაპი ფრანცისკე ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები