LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოზე მიმავალ გზაზე ავსტრია დაგვემატა

34

კალათბურთში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის ევროპულ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების ბოლო მეტოქის ვინაობა გაირკვა.

წილისყრის შედეგად, შესარჩევ ჯგუფში, სადაც საქართველოსთან ერთად გერმანიისა და სერბეთის ნაკრებები იყვნენ, ავსტრიის ნაკრები მოხვდა.

პირველობას ჩინეთი 2019 წლის 31 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეთა რიცხვი 24-იდან 32-მდე გაიზარდა. ფინალურ სტადიაზე მოთამაშე 31 ნაკრების ვინაობას (ამას დამატებული მასპინძელი) საკვალიფიკაციო ტურნირი გამოავლენს, რომელიც სტარტს შემოდგომაზე აიღებს და 2019 წლის ზამთარში დასრულდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები