LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა

128

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში, 2017 წლის იანვარ–თებერვალში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა.

საქსტატის ცნობით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნული პროდუქციის წილი მთელ იმპორტში 1.7%-ით არის შემცირებული.

კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ–თებერვალში მისი წილი საიმპორტო საქონელში 5.4%-ია; მაშინ როცა წინა წლის იანვარ-თებერვალში 7.1%-იყო.

გასულ თვეებში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 57 მილიონი (57 383.8) დოლარი იყო მაშინ როცა 2016 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტმა თითქმის, 66 მილიონი (65 906.7) დოლარი შეადგინა.

2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში” შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი – შემცირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები