LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთათუშეთში კლდიდან გადმოვარდნილი 11 წლის ბავშვი იაშვილის საავადმყოფოში გადაიყვანეს

48

11 წლის ბავშვი, რომელიც მთათუშეთში კლდიდან გადავარდა, გუშინ, თბილისში იაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.

მთათუშეთში, სოფელ გოგლურთაში, 11 წლის ბავშვი 30 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა. პოლიციელებმა არასრულწლოვნის ხევიდან ამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით შეძლეს. თავდაპირველად პაციენტი თელავის რეფერალური საავადმყოფოში მიიყვანეს,
თუმცა, მოგვიანებით ის თბილისში გადმოიყვანეს. ექიმების ცნობით, ბავშვს თავის ტრავმა ჰქონდა.

მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები