LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარ პროკურატურაში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს კითხავენ

85

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე პროკურატურაში იმყოფება. საგამოძიებო უწყება ჯაფარიძეს იმ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით კითხავს, რომელშიც ის და მირზა სუბელიანი ფიგურირებენ. ჯაფარიძის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში ცოტა ხნის დაიწყო.

მანამდე ვიქტორ ჯაფარიძემ მედიასთან დაადასტურა, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი მირზა სუბელიანთან, ციხეში მართლაც შედგა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა.

ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

პოპულალურები