LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი პროკურორი მზად არის მოკლული დავით სარალიძის მამას შეხვდეს

80

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის მზად არის სარალიძის ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

“საქართველოს პროკურატურა არის დაზარალებულების გვერდში, ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე. საქართველოს პროკურატურა და პირადად მე, ვუსამძიმრებთ დადუნაშვილების და სარალიძეების ოჯახს და ვართ მათ გვერდში. საქართველოს პროკურატურამ განახორციელა ყველა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, რაც შეიძლება ამ საქმეებზე განხორციელებულიყო. მე პირადად მზად ვარ, შევხვდე ბატონ ზაზა სარალიძეს და გავცე ნებისმიერ კითხვაზე პასუხი. აქამდე, ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა დაზარალებულებთან და ამ კომუნიკაციას ახორციელებდა თბილისის პროკურატურა. ეს კომუნიკაცია აუცილებლად გაგრძელდება და ამ საქმის ფარგლებში, ჩვენ ვიქნებით დაზარალებულების გვერდში და მათი ინტერესების დამცველები,” – განაცხადა შოთაძემ.

მისივე თქმით, ხორავას ქუჩის საქმეში ბრალდებულების გარდა, არ მოიპოვება რცერთი მტკიცებულება, რომ კიდევ სხვებს აქვთ დანა გამოყენებული.

” ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეში არცერთი მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ ამ ორი ადამიანის გარდა, ვინმეს აქვს დანა გამოყენებული. არის არა ერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ბრალდებულების მხრიდან შესაძლო მკვლელობა. ეს მტკიცებულებები არის მოწმეების ჩვენებები, მკვლელობის იარაღები. ეს არის უტყუარი მტკიცებულებები,” – აღნიშნა შოთაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები