LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარია ხალხს უნდოდეს: ჰეინეკენი საზოგადოებრივ აუზს აკეთებს

118

Heineken Backs ნიუ-იორკის მდინარეში მოტივტივე აუზს გააკეთებს.
ბრენდი მზადაა პროექტში დიდი თანხაც ჩადოს და ერთადერთი პირობა ისაა, რომ ხალხმა მისი გამოყენების სურვილი უნდა გამოთქვას.
სიახლე ისტ-რივერის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს და ის წყალს ბაქტერიებისა და სხვა მავნე ნივთიერებებისგან გაასუფთავებს.
როგორც „ჰეინეკენის“ წარმომადგენელი ნეილ პატრიკ ჰარისი აცხადებს, აუზის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2010 წელს გაჩნდა, მაშინ, როცა მის ერთ-ერთ კოლეგას ნიუ-იორკის მდინარეში ცურვა მოუნდა. მას შემდეგ პროფესიონალთა ჯგუფი აქტიურად მუშაობდა, ბევრს ფიქრობდა და, როგორც იქნა, პროექტს დასრულებული სახე მისცეს.
აღსანიშნავია, რომ ლუდის მწარმოებელი მზადაა საზოგადოებრივი აუზის შესაქმნელად 100 ათასი დოლარი გამოყოს. ერთადერთი პირობა კი ისაა, რომ მისი გამოყენების პეტიციას ხელი მინიმუმ 100 ათასმა ადამიანმა უნდა მოაწეროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები