LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა 2019-2020 წლებში პენსიის 20-20 ლარის ოდენობით გაზრდას გეგმავს

75

საქართველოს მთავრობა 2019-2020 წლებში პენსიის გაზრდას გეგმავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. პრემიერის ინფორმაციით, პენსია 20 ლარით გაიზრდება.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აგრძელებს  მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

„გაფართოვდება შშმ პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები. მათ შორის დაგეგმილია პენსიების ზრდა 2019-2020 წლებში 20-20 ლარის ოდენობით, რისთვისაც ბიუჯეტში გავითვალისწინეთ დამატებით დაახლოებით 400 მილიონი ლარი,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები