LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა “აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატების მოგზაურობის” გადაღებას დააფინანსებს

26

მთავრობის განკარგულებით, სარეზერვო ფონდიდან კულტურის  და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის 50 ათასი ლარი გამოიყოფა დოკუმენტური ფილმის – „აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატების მოგზაურობა“,  გადასაღებად.

მთავრობის  განკარგულება დღეს გამოქვეყნდა.

სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად. ამ ფონდებიდან, როგორც წესი, უნდა ფინანსდებოდეს ისეთი  აქტიობები, რომელთა  განსაზღვრა  წლის ბიუჯეტის დაგეგმვის  დროს შეუძლებელია სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე. სწორედ ამ რიგის საკითხებში ექცევა ხოლმე ბუნებრივი  კატასტროფები და ა.შ.

რაც შეეხება ფილმების გადაღებას, სახელმწიფო ამ სფეროში გარკვეული წესით მონაწილეობს, ანუ, ეროვნული კინოცენტრი აცხადებს კონკურსს, რის საფუძველზეც ხდება იმ ფილმების შერჩევა, რომლებიც სახელმწიფო  ბიუჯეტის მონაწილეობით უნდა დაფინანასდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები