LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს

37

მთავრობა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. პრემიერმინისტრის,  გიორგი კვირიკაშვილის, განცხადებით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

იუსტიციის სამინისტრო შემოდის ინიციატივით, რომ იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელსაც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული, არასათანადო მოპყრობა და გადაცდომები უნდა დაექვემდებაროს გამოსაძიებლად. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალისწინებს ამ უწყების აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და ამ იერარქიული დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი იქნება პარლამენტი. გათვალისწინებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და ის დაფუძნებულია ყველა იმ ძირითად პრინციპზე, რომელიც წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს და არის აპრობირებული,– განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ნდობის განმტკიცება სამართალდამცველების მიმართ და ამ კუთხით შს სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები