LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა სოფლის მეურნეობის მექანიზაციაში თანადაფინანსებას განახორციელებს

81

“მთავრობამ სოფლის მეურნეობის ტექნიკის დაფინანსების შესახებ მნიშვნელოვანი დადგენილება მიიღო,” – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკის ძირითადი მიმართულება არის კერძო სექტორის შესაძლებლობების გაზრდა და ფერმერებისთვის საშუალების მიცემა, რომ თავიანთი კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდონ. ამისთვის კი მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა, რომ  7 ათასიდან მილიონ ლარამდე კრედიტის ან ლიზინგის შემთხვევაში, მოხდება თანადაფინანსება.

“დღეს მთავრობამ მნიშვნელოვანი დადგენილება მიიღო, რომელიც დააფინანსებს სოფლის მეურნეობის ტექნიკას. ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც რამდენიმე ხანი მუშაობდა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროება, რომელიც საქართველოში ფერმერებს გააჩნიათ, ეს უკავშირდება მექანიზაციას და მექანიზაციის ხელმისაწვდომობას. იცით, რომ ახალი მექანიზაცია საკმაოდ ძვირადღირებული, მნიშვნელოვანი ინვესტიციებია და ყველა ფერმერისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ჩვენ ამ კუთხით კოოპერატივების მიმართულებით გვქონდა და ხდებოდა გარკვეული თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ ეს არის უნივერსალური პროექტი, რომელიც დაფარავს მთელ საქართველოს, ყველა ფერმერს, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. მათ საშუალება ექნებათ ისარგებლონ აგროკრედიტით და აგროლიზინგით,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ზოგადად აგროკრედიტის და აგროლიზინგის პროექტის ბიუჯეტი 50 მლნ ლარია, ეს გულისხმობს სხვა მიმართულებებსაც და ამ თანხის ნაწილი მოხმარდება მექანიზაციის დაფინანსებას.

დავითაშვილის ინფორმაციით, დადგენილება ძალაში 1 თებერვალს შედის.

მისივე თქმით,