LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა თვითმმართველობების დაფინანსებას გააორმაგებს

43

მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დაფინანსების გაორმაგებას გეგმავს. პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, ინფორმაციით, თვითმმართველობების დაფინანსების გაორმაგებას საქართველოს მთავრობის სტრატეგიული გეგმა ითვალისწინებს.

განცხადება პრემიერმინისტრმა ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენისას, გააკეთა.

”მთავრობის  სტრატეგიული გეგმის მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში  ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება გაორმაგდება.  მაღალი დონის პროფესიონალები დაბრუნდებიან თავის რეგიონში და ჩვენი ქვეყნის და საკუთარი კუთხის სასიკეთოდ იმუშავებენ .  სტაბილურობა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო და ის დაბალანსებული პოლიტიკა, რასაც ვეწევით ქვეყნის შიგნით და გარეთ, მშვიდობის შესანარჩუნებლად არის ძალიან მნიშვნელოვანი.  ამ ყველაფრისთვის ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ადგილობრივი ხელისუფლებები, რათა მათ  ხალხის განვითარების პულსზე ედოთ ხელი და მიიღონ ყველაზე სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილებები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები