LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე ინფორმაციის და კომუნიკაციის გეგმავს დაამტკიცებს

15

მთავრობა მალე დაამტკიცებს „ევროკავშირისაქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებზე ინფორმაციის და კომუნიკაციის სამოქმედო გეგმას“, ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.

ვიქტორ დოლიძის თქმით, გეგმაში მრავლისმომცველად იქნება გაწერილი ღონისძიებები, რომელიც ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას ეხება და რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს, როგორც დედაქალაქს, ასევე რეგიონებს. მისი თქმით, ხელისუფლება ვიზის ლიბერალიზაციის მინიჭების საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას გეგმავს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვევიან რეგიონებს და მოსახლეობას განუმარტავენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სწორად, რომ ამ პროცესს ხელი არ შეეშალოს. საზოგადოების სრულად ინფორმირება მოხდება როგორც ტელევიზიასა და სატელევიზიო რგოლების საშუალებით, ასევე რადიოს, სოციალური ქსელების, ინტერნეტ გამოცემების, ვებგვერდების, მათ შორის გაზეთების საშუალებით“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები