LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ 2018-2020 წლებში სოფლის განვითარების 3 წლიანი გეგმა მიიღო

144

საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სამოქმედო გეგმის განხილვა სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში. აღნიშნულ საბჭოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს მომავალი სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელ საქმიანობას, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლის ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრულ საკვანძო გამოწვევებთან გამკლავება. სამოქმედო გეგმაში შესულია 69 კონკრეტული ღონისძიება, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 1.7 მილიარდ ლარს აღემატება.

გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა გულისხმობს სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებს სოფლის განვითარების ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა და დივერსიფიცირება, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა.

სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმა მომზადდა ევროკავშირის (EU) დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტები, სამინისტროები და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები.

მომავალი თვეების განმავლობაში, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა საქართველოს რეგიონებში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები