LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 60 მილიონი ლარი ისესხა

80

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 73 930 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.220 პროცენტით, მაქსიმალური 7.270 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 7.265 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.500 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

ასევე დღეს გამართულ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 38 736 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.080 პროცენტით, მაქსიმალური 7.170 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.133 პროცენტით განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები