LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულებისთვის 5 ათასი ევრო გამოყო

65

ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულებისთვის იუსტიციის სამინისტროს 5 ათასი ევროს ექვივალენტი ლარი გამოეყო. ამის შესახებ პრემიერმინისტრის ბრძანებაშია ნათქვამი, რომლითაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უნდა აღსრულდეს.

ცნობილია, რომ საქართველოს სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლომ 4 ათასი ევრო დააკისრა, რომელიც შს ყოფილ მინისტრს კომპენსაციის სახით უნდა მიეღო. შესაბამისი თანხა იუსტიციის სამინისტროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოეყო.

სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები