LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ საპენსიო სააგენტოს დებულება დაამტკიცა

72

საქართველოს მთავრობამ საპენსიო სააგენტოს დებულება დაამტკიცა. დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა.

დებულებაში განსაზღვრულია საპენსიო სააგენტოს მიზნები და ამოცანები, მართვის ორგანოები და სტრუქტურა, სამეთვალყურეო საბჭოს, საინვესტიციო საბჭოს შემადგენლობასთან და ფუნქციებთან დაკავშირებული საკითხები.

საპენსიო სააგენტო საქართველოს კანონის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.

შეგახსნებებთ, რომ საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევი ვაკანსია უკვე გამოქვეყნდა. საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობრივი სარგო 10 000-დან 15 000 ლარამდეა. განაცხადების მიღება 29 აგვისტომდე გაგრძელდება.

„სააგენტოს დირექტორის შესარჩევი პირველი კონკურსი ჩატარდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით“, – წერია საპენსიო სააგენტოს დებულების გარდამავალ დებულებაში.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები