LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობას პრეზიდენტთან სადებატო არაფერი აქვს – კახა კალაძე

77

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მთავრობას პრეზიდენტთან სადებატო არაფერი აქვს. მისი თქმით, პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას მთავრობაც დაესწრება.

,,პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც დაესწრებიან. დებატებს რაც შეეხება, ფორმატთან დაკავშირებით პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას. პრეზიდენტთან მთავრობას სადებატო არაფერი გვაქვს. რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის შინაარს, არ მაქვს ინფორმაცია, რაზე იქნება საუბარი“, -განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით 7 აპრილს წარდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები