LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 200-დან 250 მლნ ლარამდე თანხა დაიზოგება – პრემიერი

35

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს მოლოდინი აქვს, რომ მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, შემდეგი ორი წლის განმავლობაში, 200-დან 250 მლნ ლარამდე თანხა დაიზოგება.

პრემიერს მედიის წარმომადგენლებმა შეკითხვა IDFI-ის კვლევის შესახებ დაუსვეს, რომლის შეფასებითაც, 2017 წლის დეკემბერში დაწყებულმა მთავრობის სტრუქტურულმა ცვლილებებმა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება ვერ უზრუნველყო.

„სამინისტროების ოპტიმიზაცია ჯერ არ მომხდარა და შედეგი როგორ უნდა გამოეღო? როცა გეგმას განვახორციელებთ, მერე გააკეთონ შეფასებები. 3,9 % იქნება ჩვენი მაქსიმალური ზღვარი – დღეს 4,3%-ია მთლიანი შიდა პროდუქტის. ჩვენ ვსაუბრობთ 200-დან 250 მლნ ლარამდე მნიშვნელოვან დანაზოგზე შემდეგი ორი წლის განმავლობაში. გამოთავისუფლებულ რესურსზე, რომელიც უნდა მოვახმაროთ უფრო საჭირო პროგრამებს,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები