LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ადმინისტრაციაში ლიტვის პრემიერმინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

39

მთავრობის ადმინისტრაციაში ლიტვის პრემიერმინისტრის, საულიუს სკვერნელისის, დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.  ლიტველ კოლეგას საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, დახვდა. ცერემონიალზე ლიტვისა და საქართველოსა ჰიმნები გაჟღერდა.

გიორგი კვირიკაშვილი საულიუს სკვერნელისს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. მოგვიანებით, პრემიერმინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ლიტვის პრემიერის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

30 იანვარს ლიტვის პრემიერმინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, ასევე, დროებით იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ფრეზეთში ეწვევა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიტვის პრემიერმინისტრი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. საულიუს სკვერნელისის ვიზიტის პროგრამა კულტურულ ნაწილსაც მოიცავს. ლიტვის პრემიერი საქართველოში სტუმრობისას ძველ თბილისსა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები