LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ახალ გეგმაში თავდაცვას ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი უჭირავს – ლევან იზორია

39

“ვრჩები თუ არა მთავრობის შემადგენლობაში, ეს არის პრემიერმინისტრის პრეროგატივა, ასე რომ დაველოდოთ გადაწყვეტილებას,”- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან, პარლამენტში განაცხადა, სადაც მინისტრობის 14 კანდიდატის პროგრამას საპარლამენტო კომიტეტებზე მოუსმენენ.

ლევან იზორიას განცხადებით, მთავრობის ახალ გეგმაში თავდაცვა და უსაფრთხოება ერთ-ერთი პრიორიტეტია.

“რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, გვაქვს ამ გეგმების განხორციელების გზაზე მნიშვნელოვანი წარმატებები, რომელიც აღიარებული ნატოს, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მიერ და ამ გზაზე გვჭირდება ჩვენი ძალისხმევის მობილიზება იმისთვის, რომ მთავარ მიზანს, რასაც ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება ქვია, მივაღწიოთ. მინდა განსაკუთრებით ავღნიშნო, რომ მთავრობის ახალი გეგმაში უსაფრთხოებას და თავდაცვას ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი უჭირავს, ის არის პირველ თავში მოცემული,”- აღნიშნა ლევან იზორიამ.

პოპულალურები