LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ახალი შემადგენლობა კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება

41

საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს, ბიუროს სხდომაზე, მთავრობის შემადგენლობის განხილვის გრაფიკი დამტკიცდება.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის ფორმირების პროცესი, სავარაუდოდ, ამ კვირაში დასრულდება.

პრემიერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გასულ კვირას გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. მთავრობის შემადგენლობას პრემიერობის კანდიდატი, მამუკა ბახტაძე დაასახელებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები