LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

29

მთავრობის ახალი სტრუქტურის პრეზენტაციას პრემიერმინისტრი ხვალ გამართავს. მამუკა ბახტაძის განმარტებით, მთავრობაში  მხოლოდ 11 სამინისტრო დარჩება და ეს რაოდენობა  ეფექტიანი საქმიანობისთვის სრულიად ოპტიმალურია.

„ჩვენ ხვალ ჩავატარებთ მთავრობის სხდომას, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ, როგორი ახალი სტრუქტურით წარვსდგებით პარლამენტის წინაშე. შემიძლია დავადასტურო, რომ სამინისტროების რაოდენობა არ იქნება 11-ზე მეტი. როგორც განვაცხადე, ეს არის ოპტიმალური რაოდენობა იმისთვის, რომ ეფექტურად გავუმკვლავდეთ არსებულ გამოწვევებს. დეტალურად ავხსნი, რომელი კომპონენტი რომელში გადავა და როგორ მოხდება ოპტიმიზაცია” – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა არ დააკონკრეტა, ვინ დარჩება მთავრობის ახალ შემადგენლობაში და იქნება თუ არა იუსტიციის მინისტრი კვლავ თეა წულუკიანი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები