LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის მეთაურმა ესპანეთის მეფეს პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

108

ესპანეთის მეფე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული არჩევნების შედეგებს დადებითად აფასებს. ფილიპე მეოთხემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში საქართველოს წარმატება მიულოცა და ზურაბ პოლოლიკაშვილს ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ესპანეთის მეფეს პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილსა და ფილიპე მეოთხეს შორის საუბარი იორდანიაში, “ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” ფარგლებში გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები