LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის სხდომას თეა წულუკიანი, კახი კახიშვილი და მიხეილ ჩხენკელი არ დასწრებიან

74

იუსტიციის მოქმედი მინისტრი, თეა წულუკიანი დროებითი მთავრობის პირველ სხდომას არ დასწრებია. ამავე სხდომაზე არ ყოფილან არც კახი კახიშვილი და არც მიხეილ ჩხენკელი. ოფიციალური ინფორმაციით, თეა წულუკიანი რამდენიმე დღით ქალაქიდან არის გასული, თუმცა უცნობია, აქვს თუ არა ოფიციალური შვებულება დაწერილი.

მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით პირველ სხდომას იუსტიციის სამინისტროდან მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდა. სარჯველაძემ არ დააკონკრეტა, რატომ არ იყო წულუკიანი სხდომაზე.

უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე ღიად აცხადებს, რომ წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს, თუმცა მისი კოლეგებისა და თანაგუნდელების ნაწილი ჭიჭინაძის მოსაზრებას არ ეთანხმება. ამასთან, 24 ივნისს თანამდებობა დატოვა თეა წულუკიანის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ.

მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი სტრუქტურა დღეს წარადგინა, რომლის მიხედვითაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროში გაერთიანდება.

საქართველოს პარლამენტმა დროებით მთავრობას ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები