LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებები, შესაძლოა, ბიუჯეტში მოგვიანებით შევიდეს

83

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა, შესაძლოა, არსებული სახით დაამტკიცოს და ცვლილებები, რომელშიც მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები იქნება ასახული, მასში მოგვიანებით განხორციელდეს, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ, გააკეთა.

მისივე თქმით, თავდაპირველად მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში უნდა აისახოს, სახელმწიფო ბიუჯეტის ბოლო ვარიანტი პარლამენტში კი 1-ელი დეკემბრიდან უნდა შევიდეს.

“თუკი ეს ვერ მოესწრება, ჯერ ბიუჯეტის პროექტი დამტკიცდება და შემდეგ შევა შესაბამისი ცვლილებები მთავარ ფინანსურ დოკუმენტში,”- განაცხადა კვიჟინაძემ.

ბიუჯეტის მიღების ბოლო ვადა პარლამენტს დეკემბრის მესამე პარასკევამდე აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები