LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს

38

ცოტა ხნის წინ თბილისში, მთაწმინდაზე, ახალგაზრდა კაცი მოკლეს.

როგორც შსს-ში “ფორტუნას” განუცხადეს, გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა. არსებული ინფორმაციით, მას ჩაფხუტიანმა, უცნობმა პირმა ესროლა.

ამ წუთებში მკვლელობისა ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მკვლელი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები