LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდაზე ასასვლელი საბაგირო აღარ გაკეთდება

390

2016 წლის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით მცირდება, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ განაცხადა.
მისი თქმით, 2016 წლის ბიუჯეტში ბოლო ცვლილება განხორციელდება, ბიუჯეტი მცირდება 5 მილიონი ლარით.

”ეს არის ის თანხა, რომელიც „მთაწმინდის პარკს“ მთაწმინდაზე ასასვლელი საბაგიროს გასაკეთებლად უნდა ჩაერიცხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში. ამ პროექტის განხორციელება მომავალი წლისთვის გადაიდო და „მთაწმინდის პარკი“ მომავალ წელს პროექტისათვის ბიუჯეტში 5 მილიონ ლარს ჩარიცხავს”, – აღნიშნა სამუშიამ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილების განხორციელება გამოიწვია იმან, რომ ადრე პროექტით გათვალისწინებული საბაგიროს მშენებლობის ადგილი შეიცვალა. კერძოდ, მთაწმინდასთან დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა არა სასტუმრო „რედისონის“ ტერიტორიაზე მოხდება, არამედ აღდგება მეცნიერებათა აკადემიის შენობის უკან არსებული ძველი საბაგირო.

ცვლილების შეტანის შემდეგ 2016 წლის თბილისის ბიუჯეტი 841 მილიონი ლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები