LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდაზე ხანძრის შედეგად დამწვარ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ოქტომბერში დაიწყება

67

მთაწმინდაზე ხანძრის შედეგად დამწვარ 2 ჰექტარ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისიდან დაიწყება.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, გოგა წერეთლის, განცხადებით, სპეციალისტების რეკომენდაციაა, აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის, მათ შორის წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეები დაირგოს. ხანძრის შედეგად განადგურებული ტერიტორიის გამწვანების ინიციატივა კი კომპანიამ „მ2 უძრავი ქონება“ გამოთქვა.

მთაწმინდაზე ხანძრის შემდეგ ტერიტორია გეოლოგებმა, ბოტანიკოსებმა და შესაბამისი სპეციალისტების წარმომადგენლებმა შეისწავლეს. გეოლოგიური დასკვნით ტერიტორიის რაიმე ეროზიული საშიშროება არ არსებობს. შესაბამისი დასკვნა გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დადეს. რაც შეეხება ტერიტორიის გამწვანებას, კომპანია2“-მა შემოგვთავაზა, სპეციალისტებთან ერთად დაიგეგმოს აღნიშნული ტერიტორიის გამწვანება“, – განაცხადა წერეთელმა.

წერეთლის თქმით, კომპანია ნარგავების მოვლის ვალდებულებას 2 წლის განმავლობაში თავის თავზე აიღებს. ტერიტორიის გამწვანების პროცესი ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება.

მთაწმინდაზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი ძნელად მისადგომ ფერდობზე ბალახსა და ხეებს წაეკიდა და დაახლოებით 2 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. 200-მდე წიწვოვანი ხე დაიწვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები