LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდაზე, მშენებლობის ტერიტორიაზე კლდის მასა ჩამოიშალა (ვიდეო)

127

მთაწმინდაზე კლდის მასა ჩამოიშალა. მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. სავარაუდოდ, ამ ადგილზე, კომპანია “ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპი” სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მის მოადგილეს და ზედამხედველობის სამსახურს ყიფიანის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის დოკუმენტაციის შესწავლა დაავალა. კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კლდის ჩამოშლას გამოეხმაურა.

“ყიფიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ მშენებლობაზე მოხდა კლდის ჩამოშლა, სადაც სასტუმრო შენდებოდა. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს, ასევე ზედამხედველობის სამსახურს, რომ დღესვე დაიბაროთ კომპანია, რომელიც აწარმოებდა სამუშაოებს, ამოწიეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი, შევისწავლოთ რა კვლევებს ეფუძნებოდა და როგორ წარიმართა სამუშაოები. დღეს, დღის ბოლომდე უნდა გვქონდეს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა კალაძემ.


 

 

https://www.facebook.com/teo.dzagnidze.3/videos/vb.100006009842536/861342977409356/?type=2&video_source=user_video_tab

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები