LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის პარკში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

117

მთაწმინდის პარკის ცენტრალურ მოედანზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიება 30 აპრილს, 12:00-დან 19:00 საათამდე ჩატარდება.

როგორც ”ფორტუნას” მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გამოფენა მიზნად ისახავს იმ ადამიანების ხელშეწყობასა და წახალისებას, რომლებიც ხელნაკეთი ნივთების, ხელგარჯილობისა და რეწვის სფეროში მოღვაწეობენ. 

მათივე ცნობით, ღონისძიების პარალელურად მთელი დღის განმავლობაში სცენაზე გაიმართება მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა. გამოფენაზე მონაწილეობის მიღება უფასოა. მონაწილეობას იღებს დაახლოებით 120 ხელოვანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები