LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის პარკში პირველკლასელებისთვის მისალოცი ღონისძიება გაიმართება

687

16 სექტემბერს, შაბათს 15:00-დან – 19:00-მდე მთაწმინდის პარკში,  პირველკლასელებისთვის მისალოცი ღონისძიება გაიმართება .

როგორც ”ფორტუნას” მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავარ მოედანზე ჩატარდება MAXXILAND-ის გასართობი პროგრამა, რომელში მონაწილეობითაც პატარებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ უამრავი პრიზი. გარდა სხვადასხვა კომპანიების მიერ დაწესებული პრიზისა,  მთაწმინდის პარკი ყველა მოსულ პირველკლასელს საჩუქარად გადასცემს პარკის საბავშვო ზონაში არსებული ატრაქციონებიდან ნებისმიერ 3-ს.

”ამისათვის საჭიროა 15:00 საათიდან მობრძანდეთ პარკის მთავარ მოედანზე, წარადგინოთ ბავშვის დაბადების მოწმობა და მიიღოთ ვაუჩერი. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია”, – აცხადებენ მთაწმინდის პარკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები