LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის პარკში ქართული სათამაშოების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა

121

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში, 7 ივლისს, 11:00-დან 21:00 საათამდე, ქართული სათამაშოების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია ქართველი მეწარმეების მიერ დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების პოპულარიზაცია და რეალიზაცია. ქართველი მეწარმეების და ერთმანეთისგან განსხვავებული სათამაშოების ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცეს.

გამოფენა-გაყიდვაზე ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებს შეეძლებათ, დაათვალიერონ და შეიძინონ საქართველოში დამზადებული სათამაშოების მრავალი სახეობა – ხის სათამაშოები, ფაზლები, საბავშვო დეკორაციები, ხის შემეცნებითი-გასართობი სათამაშოები, სამაგიდო თამაშები და სხვა.

გამოფენა-გაყიდვის გარდა, პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა სხვადასხვა გასართობი სივრცეები, კერძოდ: ექსპერიმენტარიუმი, ყვავილების გვირგვინების დამზადება, კულინარია ბავშვებისთვის, ხატვის სივრცე, სხვადასხვა თამაშები და ა.შ. ამასთანავე გაიმართება კონცერტი, სადაც იმღერებენ რეზო ბავშვები და გორის გოგონათა გუნდი.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები